რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გეგმებს ცვლის და ომის ახალი ეტაპისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა რამდენიმე თვეს ან უფრო დიდხანს გაგრძელდეს. - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა .
სალივანმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა თავს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს დაესხმება. სავარაუდოდ, დამპყრობლები გააგრძელებენ ნიკოლაევის ბლოკირებას და ხარკოვზე თავდასხმას.
მისივე თქმით, რუსული ჯარები უკრაინის ჩრდილოეთიდან დონბასში გადანაწილდებიან. სავარაუდოდ, ოკუპანტები იქ დამატებით ათიათასობით ჯარისკაცისგან შემდგარი ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებს განათავსებენ.
ამასთანმ აშშ პროგნოზირებს, რომ რუსეთი ყურადღებას გაამახვილებს ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ფართო საზღვრების ხელში ჩაგდების მცდელობაზე, რათა წინა სამხედრო წარუმატებლობა „დაფაროს“.
ცნობისთვის, რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრნენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press