დადგება დრო, როცა ყველა რუსი გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რომელი მისი თანამოქალაქე კლავდა, ბრძანებას ვინ გასცემდა. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას ახლა გაცილებით მეტი ინსტრუმენტი აქვს, ვიდრე მათ, ვინც ნაცისტები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაასამართლეს.
„დადგება დრო, როცა ყველა რუსი გაიგებს სიმართლეს იმის შესახებ, თუ რომელი მისი თანამოქალაქე კლავდა, ბრძანებას ვინ გასცემდა, ვინ დახუჭა თვალი მკვლელობებზე. ჩვენ ამ ყველაფერს ნათელს მოვფენთ და ეს ყველაფერი გახდება მსოფლიოში ცნობილი. ახლა 2022 წელია და ჩვენ გაცილებით მეტი ინსტრუმენტი გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც ნაცისტები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაასამართლეს“. - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press