აშშ უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შესაძენად. - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
„მსოფლიო გამოგნებულია რუსეთის ჯარების მიერ ბუჩასა და მთელ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკის გამო, უკრაინელები გაბედულად აგრძელებენ თავიანთი ქვეყნისა და თავისუფლების დაცვას", - ნათქვამია განცხადებაში.
ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
პრეზიდენტის ბრძანებით, დაუყოვნებლივ ვაგზავნით 100 მილიონი აშშ დოლარს, რათა დავეხმაროთ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შესაძენად“, - თქვა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები იმუშავებენ რუსული ომის დანაშაულების შესახებ დოკუმენტირებაზე და ინფორმაციას მიაწვდიან შესაბამის ორგანოებს, რათა პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წასრდგნენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press