უკრაინელმა ჯარებმა ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული სამი სოფელი გაათავისუფლეს და კონტროლი დაიბრუნეს. - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი მოქმედებების შედეგად რუსმა ძალებმა,, დაკარგა კონტროლი დობრიანკას, ნოვოვოზნესენსკოეს და ტრუდოლიუბოვკას დასახლებებზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს აგრძლეებენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ხერსონში მედიკამენტები, საკვები და საწვავი იწურება. გარდა ამისა, მოსახლეობას ემუქრება ოკუპანტების ზეწოლა, რომლებიც არამარტო მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევას, არამედ რეიდებსაც ახორციელებენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press