უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 7 აპრილამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგია 1 891-მდე ჯარისკაცი.
უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 698 ტანკი, 1 891 ჯავშანტექნიკა, 332 საარტილერიო სისტემა, 108 სარაკეტო სისტემა და 56 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს.
ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 150 თვითმფრინავი, 135 ვერტმფრენი, 1 358 საავტომობილო ტექნიკა, 96 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და გემები/ნავები - 7 ერთეული.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press