ეს ომი იმის დემონსტრირებაა, თუ რამდენად სჯეროდა მსოფლიოს უკრაინის შესახებ უცხოური პროპაგანდისა და რუსული მითების. - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყებიდან 43-ე დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელები მსოფლიოში ყოველთვის ყველაზე მამაცები იყვენენ.
"ეს ომი იმის დემონსტრირებას ახდენს, თუ რამდენი რამის დანახვა არ უნდოდათ მათ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ხალხში. რამდენად სჯეროდა მსოფლიოს უკრაინის შესახებ უცხოური პროპაგანდისა და რუსული მითების.
ჩვენ ყოველთვის ასეთები ვიყავით, მამაცები. მსოფლიოში ყველაზე მამაცები, რადგან სხვა ვინ გააკეთებდა იმას, რასაც უკრაინელები აკეთებენ?" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press