სუმის ოლქი რუსი ოკუპანტებისგან მთლიანად თავისუფალია, - ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.
„რეგიონის ტერიტორია თავისუფალია ორკებისგან, ამიტომ თუ გესმით აფეთქებები (და ძალიან ბევრი იყო ბოლო დღეებში), მაშველები და ტექნიკოსები მუშაობენ. ისინი ანეიტრალებენ რუსი სამხედროების მიერ დატოვებულ საბრძოლო მასალას“, - განაცხადა ჟივიცკიმ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ რეგიონის ტერიტორია არ არის უსაფრთხო და შესაძლოა ტერიტორიის დიდი ნაწილი დანაღმული იყოს.
„არ გადახვიდეთ გზის პირას და არ გამოიყენოთ ტყის გზები. ნუ მიუახლოვდებით განადგურებულ აღჭურვილობას ან ორკების ბანაკებს! მე ვიცი, რომ იქ ყველაფერი საშინელებაა, მაგრამ ჯერ არ არის გაწმენდის დრო“, - მიმართა ჟივიცკიმ რეგიონის მოსახლეობას.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press