Foto

ბრიტანეთის დაზვერვა - კიევიდან და ჩერნიგოვიდან გაყვანილი ოკუპანტების გადაჯგუფებას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება

კიევიდან და ჩერნიგოვოდან გაყვანილი რუსული ძალების გადაჯგუფებას სულ მცირე ერთი კვირა დასჭირდება, - ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის დილის მოხსენებაშია ნათქვამი.

მათვივე ცნობით, უკრაინის ჩრდილოეთით, რუსული ჯარები უკვე მთლიანად გაიყვანეს უკრაინიდან ბელარუსსადა რუსეთში. ამ ძალების ნაწილი მაინც უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასში განლაგდება.

„ამ ძალების უმეტესობას დასჭირდება მნიშვნელოვანი გაძლიერება, სანამ ისინი მზად იქნებიან განლაგდნენ  აღმოსავლეთით. ჩრდილოეთიდან ნებისმიერ მასიურ გადაჯგუფებას, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება.“ - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსი სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მდებარე უკრაინული ქალაქების დაბომბვა კვლავ გრძლედება. რუსი სამხედროების ნაწილი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ იზიუმის მიმართულებით გადაადგილდება.