Foto

უკრაინული მხარე - ბოროდიანკაში, ოკუპანტების მიერ დაბომბილი შენობის ნანგრევებში 26 ცხედარი ვიპოვეთ

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, ქალაქ ბოროდიანკაში საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებში 26 ცხედარი იპოვეს.

პროკურორმა ბრიფინგზე არ თქვა, დადგინეს თუ არა მათი  სიკვდილის მიზეზი, თუმცა  მან თავდასხმაში რუსი სამხედროები დაადანშაულა.

შეგახსენებთ, რუსებმა საცხოვრებელი კორპუსები საღამოს დაბომბეს, როდესაც შენობაში ხალხის მაქსიმალური რაოდენობა იყო. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოროდიანკაში ყველაფერი ბევრად უარესადაა, ვიდრე ბუჩაში.