შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრობისთვის განაცხადის შეტანას ამ ზაფხულში აპირებენ. - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ოფიციალური პირების თქმით, "რუსეთმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა", რადგან ფინეთი და შვედეთი მზად არინ ნატო-ს ზაფხულშივე შეუერთდნენ.
შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ორივე სკანდინავიური ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება იყო საუბრის თემა გასული კვირის, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, რომელშიც მოწვეული იყო შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენ;ლები.
ფინეთის განაცხადი ივნისშია მოსალოდნელი, მას კი შვედეთი მოჰყვება.
შეგახსენებთ, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ დადგა დრო, ფინეთმა სერიოზულად გადახედოს თავის პოზიციას ნატოს მიმართ.
"რუსეთი არ არის ის მეზობელი, რომელიც ჩვენ გვეგონა,” - თქვა ფინეთის პრემიერმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press