Foto

დონეცკში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩეჩნეთიდან გადაყვანილი ოკუპატები გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ჯარებმა, სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიის 42-ე მოტომსროლელი პოლკის 1-ლი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის სამხედროები გაანადგურეს. - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაყოფის დისლოკაციის ადგილი ჩეჩნეთი, ქალაქი შალი იყო.

"გაიცანით: 42-ე მოტომსროლელი დივიზიის 70-ე მოტომსროლელი პოლკის 1-ლი ბატალიონის და ტაქტიკური ჯგუფისა და სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიის სამხედრო მოსამსახურეები. ეს მათი დასახიჩრებული სხეულების გროვაა, რომელიც უკრაინის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის არაერთი დასახლებული პუნქტის შტურმის დროს გაანადგურეს.

გაითვალისწინეთ: განადგურებულ ქვედანაყოფში შედიოდა სირიელი სამოქალაქო პირების მასობრივი მკვლელობების მონაწილე მრავალი პირი." - ნათქვამია განცხადებაში.