Foto

უკრაინელი სასულიერო პირები რუსეთის პატრიარქის საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგენისთვის მიმართვას ამზადებენ

რუსეთის პატრიარქს, კირილს მოუწევს, რომ საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარსდგეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Nexta  ტელეგრამის არხზე ავრცელებს. 

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები აგროვებენ ხელმოწერებს ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვართა საბჭოში წარსადგენად. რადგან მათ სურთ, საბჭომ შეაფასოს  მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერის კირილ გუნდიაევი, როგორც უკრაინაში სამხედრო შეჭრის მხარდამჭერი პატრიარქის ქმედებები. 

ცნობისთვის, ძველი აღმოსავლეთის ეკლესიების წინამძღვართა საბჭო არის უმაღლესი მართლმადიდებლური მართლმსაჯულების სასამართლო, რომელიც განიხილავს სარჩელებს ეკლესიის იერარქების წინააღმდეგ.