რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებისთვის უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს არ შეაჩერებს.
რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს ისე სწრაფად, როგორც მათ სურთ და დასავლეთს მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულკებენ.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა თქვა, რომ მოლაპარაკებები არ გაგრძელების მიზეზს ვერ ხედავს, თუმცა ამის მიუხედავად მოსკოვი სამხედრო ოპერაციას არ შეაჩერებს.
"მას შემდეგ რაც დავრწმუნდით, რომ უკრაინელები იმავეს გაკეთებას არ აპირებენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სანამ საბოლოო შეთანხმებას არ მივაღწევთ, სამხედრო ოპერაციები გავაგრძელოთ". - თქვა ლავროვმა.
შეგახსენებთ, ლავროვმა გასულ კვირას დაადანაშაულა კიევი იმაში, რომ მოსკოვს წარუდგინა "მიუღებელი" სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, რომელიც გადაუხვია მხარეებს შორის მანამდე მიღწეულ შეთანხმებებს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press