კანადა რუსეთის თავდაცვის სექტორს, უკრაინაში შეჭრის გამო, სანქციებს უწესებს.
კერძოდ, შეზღუდვები შეეხებათ რუსეთის თავდაცვის სექტორის 33 ორგანიზაციას კონფლიქტში რუსი სამხედროებისთვის დახმარების გაწევისთვის.
"ამ ორგანიზაციებმა რუს სამხედროებს ირიბი ან პირდაპირი დახმარება გაუწიეს. შესაბამისად, ვლადიმირ პუტინის უაზრო ომის თანამონაწილენი არიან, რომელმაც ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. კანადა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აგრძელებს ახალი ზომების მიღებას". - ნათქვამია განცხადებაში.
ომის დაწყებიდან კანადამ სანქციები 700-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესა.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარება. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ. მსოფლიოს ქვეყნები კი რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press