დიდი ბრიტანეთი თავის პარტნიორებთან მუშაობს მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ დეტალების გადასამოწმებლად. - ამის შესახებ ტრასი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, მსგავსი იარაღის გამოყენება კონფლიქტის ესკალაცია იქნება, რისთვისაც პუტინი და მისი რეჟიმი პასუხს აგებენ.
„ჩვენ სასწრაფოდ ვმუშაობთ პარტნიორებთან დეტალების გადასამოწმებლად. ასეთი იარაღის ნებისმიერი გამოყენება იქნება უმოწყალო ესკალაცია ამ კონფლიქტში და ჩვენ პასუხს ვაგებინებთ პუტინს და მის რეჟიმს“, - წერს ლიზ ტრასი.
შეგახსენებთ, გუშინ „აზოვის პოლკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ დაახლოებით, საღამოს 10:00 საათისთვის რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მარიუპოლში უპილოტო საფრენი აპარატით უკრაინელი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უცნობი წარმომავლობის მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press