საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ოცნების" მიერ უკრაინისთვის წაყენებული პირობები პირდაპირ რუსეთის შეკვეთაა.
"მშრალი ფაქტი - "ოცნება" ითხოვს უკრაინაში თანამდებობაზე მყოფი ყველა ქართველის დათხოვნას. ამ ქართველებს შორის არიან დავით არახამია - ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი, გენერალი ლორთქიფანიძე - კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე, რომლის მთავარი ფუნქციაც რუსი ჯაშუშების დაჭერაა (მაგალითად, გუშინ მან დააკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირი, რომელიც რუსებს აწვდიდა ინფორმაციას), ზურაბ ადეიშვილი, რომელიც მთავარი კოორდინატორია რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების აღრიცხვისა და ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემის. მეც ვრჩები რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ, თუმცა დატყვევებული ვყავარ პუტინს აქ. ახლა ყველა დაფიქრდით, არის თუ არა ეს მოთხოვნა პირდაპირ რუსეთის შეკვეთა?!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ, გუშინ უკრიანის მთავრობას მკაფიო წინაპირობები წაუყენა. "ოცნების" თავმჯდომარემ, ბრიფინგზე, ყურადღება გაამახვილა უკრაინაში ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე: სააკაშვილზე, ადეიშვილზე, ლორთქიფანიძეზე და არახამიაზე, რომლებიც კობახიძის განცხადებით, საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არიან და სწორედ ეს უშლის ხელს უკრაინა-საქართველოს შორის არსებული საკითხების გადაწყვეტას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press