უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის კონკრეტული ვადების დაწესებას მხარი დაუჭირა, რომლის ფარგლებშიც მათ უარი უნდა თქვან ან შეზღუდონ რუსული ენერგორესურსების გამოყენება. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ლიეტუვის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„საბოლოოდ, კონკრეტული ვადები უნდა განისაზღვროს ევროკავშირის თითოეული სახელმწიფოსთვის, რათა რეალურად უარი თქვას ან მნიშვნელოვნად შეზღუდოს რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარება. მხოლოდ ამ გზით რუსეთის ხელმძღვანელობა მივა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია რეალური მშვიდობის ძიება, რომ ომი, პირველ რიგში, კატასტროფაა მათთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მეექვსე პაკეტში შეტანილი უნდა იყოს ნავთობი და სანქციები უნდა დაწესდეს ყველა რუსულ ბანკზე.
,„ევროპის რეაქცია რუსეთის აგრესიაზე ძლიერი უნდა იყოს, ჩვენ ვერ დაველოდებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე, მეშვიდე, მეათე პაკეტის შემუშავებას, რათა მართლაც ძლიერი გადაწყვეტილებები მივიღოთ“. მეექვსე პაკეტში ნავთობი უნდა იყოს შეტანილი და რუსული ბანკებისთვის სანქციები უნდა დაწესდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press