საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. რუსლან სტეფანჩუკმა მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინის მოქალაქეების შეფარებისთვის და გრუშევსკის სახელობის 41-ე სკოლაში უკრაინული სექტორის გახსნაც აღნიშნა.
„საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას. ის მნიშვნელოვანი რეზოლუციების თანაავტორია. ვნახე მიტინგების ტრანსლაცია თბილისიდან და სხვადასხვა ქალაქიდან, რომლებიც უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ჩატარდა. ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რომ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის ურთიერთმხარდაჭერას. ვფიქრობ, ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებულ საკითხებს აუცილებლად გადავწყვეტთ და აუცილებლად გამოვალთ მხოლოდ ჩვენი ორი ხალხის ინტერესიდან“, - განაცხადა სტეფანჩუკმა საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press