გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ნაცვლად, კიევში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიწვიეს. - აღნიშნულის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
„ჩვენ ვაცნობეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენი მთავრობა ძალიან მოხარული იქნებიან, თუ კანცლერი ოლაფ შოლცი ეწვევა კიევს“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა ბერლინში ანდრეი მელნიკმა, გერმანული ტელეარხის ProSieben-ის ეთერში.
უკრაინელი დიპლომატის თქმით, ვიზიტის მთავარი თემა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება უნდა იყოს. "ჩვენი პრეზიდენტი მოუთმენლად ელის ამას", - დასძინა მელნიკმა.
ამასთან, უკრაინის ელჩმა ცოტა ხნის წინ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი გააკრიტიკა და დაადანაშაულა რუსეთთან ათწლეულების განმავლობაში ახლო ურთიერთობაში ამასთან, დიპლომატმა ხაზი გაუსვა შტაინმაიერის საქმიანობას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს.
შეგახსნებთ, რომ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ კიევის ხელმძღვანელობამ მისი ვიზიტი უკრაინაში უარყო. "მე მზად ვიყავი ამის გასაკეთებლად, თუმცა, ცხადია - და ეს უნდა გავითვალისწინო - კიევს ეს არ სურდა", - თქვა გერმანიის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press