ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის განცხადებით, ფინეთი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს.
ფინეთის პრემიერი შვედ კოლეგასთან შესახვედრად და ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხის განსახილველად სტოკჰოლმში იმყოფებოდა.
„ვფიქრობ, ეს საკმაოდ სწრაფად მოხდება. ეს მოხდება კვირებში და არა თვეებში. ყველა საპარლამენტო ჯგუფს და ასევე პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში. ჩვენ გავაღრმავეთ პარტნიორობა ნატო-სთან ერთად მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია.“, - განაცხადა სანა მარინმა.
შეგახსენებთ, ბრიტანული გამოცემა The Times-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოს წევრობისთვის განაცხადის შეტანას ამ ზაფხულში აპირებდნენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press