ბელორუსიაში მოსახლეობას უკრაინის ჯარების თავდასხმის საფრთხე აშინებს. - ამის შესახებ ინფორმაციას "ფეისბუქზე" უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბელარუსის სოფელ ხოლმიჩში, საგუშაგოებზე, რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის სამხედრო პოლიცია ადგილობრივების პირად ტელეფონებს ამოწმებს. მშვიდობიანი მოსახლეობა ინფორმირებულია, რომ უკრაინული დანაყოფები ბელარუსს ნებისმიერ დროს შესაძლოა დაესახას თავს.
გენშტაბში აღნიშნავენ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებითი მობილიზაციის ღონისძიებები გრძელდება.
გარდა ამისა, დგინდება, რომ რუსეთის სარდლობამ ამ ტერიტორიებზე 60-70 ათასი ადამიანის მობილიზების ბრძანება გასცა, თუმცა ეს მაჩვენებლები მხოლოდ 20%-ით დაკმაყოფილდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press