ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მილიონი ევროს გამოუყოფს. - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული თანხა მოხმარდება პერსონალური დამცავი აღჭურვილობების, სამხედრო აღჭურვილობების, საწვავსა და პირველადი დახმარების კომპლექტების შეძენას.
„შემდეგი კვირები გადამწყვეტი იქნება. რუსეთი ემზადება უკრაინის აღმოსავლეთში თავდასხმისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა დავიცვათ მისი ტერიტორია და მოსახლეობა“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა.
დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფით უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ევროკავშირის მიერ გაღებული ფინანსური დახმარების საერთო ოდენობა 1.5 მილიარდ ევროს მიაღწევს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press