ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსის, ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის აქსანა მარჩენკოს უძრავი და მოძრავი ქონების 154 ობიექტი დააყადაღა, - ამის შესახებ გამოძიების სახელმწიფო ბიუროს პრესსამსახური აცხადებს.
„13 აპრილს ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მოთხოვნით უკრაინის დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკისა და მისი მეუღლის ოქსანა მარჩენკოს 154 მოძრავი და უძრავი ქონება დააყადაღა“, - ნათქვამია სახელმწიფო ბიუროს განცხადებაში.
კერძოდ, სასამართლომ დააყადაღა 26 მანქანა, 30 მიწის ნაკვეთი, 55 სახლი 17 ავტოსადგომი და იახტა.
ასევე დაყადაღებულია 25 კომპანიის საწესდებო კაპიტალის აქციები, რომელთა მფლობელია ვიქტორ მედვედჩუკი ან მისი მეუღლე.
შეგახსენებთ, უკრაინის გენერალური პროკურატურა მედვედჩუკს სახელმწიფოს ღალატსა და ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობაში დახმარებაში ადანაშაულებს მას შინაპატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიაზე მედვედჩუკის დაკავების შესახებ განაცხადა. უკრიანის პრეზიდენტმა კრემლს ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა. მოგვიანებით, კი პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ვერ ხედავს ოპოზიციონერი უკრაინელი პოლიტიკოსის ვიქტორ მედვედჩუკის დატყვევებულ უკრაინელ სამხედროებზე გაცვლის შესაძლებლობას. პესკოვის თქმით, მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არაა, საერთო არაფერი აქვს სპეცოპერაციასთან.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press