უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და მოუწოდებს, მიიღონ ზომები რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
„რუსეთის მოქალაქეების მიერ უკრაინელი ბავშვების უკანონო შვილად აყვანის საფრთხე არსებობს “, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რუსეთის განათლების სამინისტროს განზრახვა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების "ადმინისტრაციებთან" ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმებების შესახებ საზარელია, რაც უკრაინის ტერიტორიიდან უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების - ობლების რუსულ ოჯახებში გადაყვანას გულისხმობს.
„კრემლის მცდელობა, მისცეს თავის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე „ლეგალური“ საფუძველი, არის ომის ფუნდამენტური წესებისა და ჩვეულებებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების ცინიკური დარღვევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტების მსგავსი ქმედებები შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც გატაცებადა მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების, პირველ რიგში, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების გადამწყვეტ რეაქციას.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, UNICEF-ს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლებს. შეიარაღებულ კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მიიღონ სასწრაფო ზომები უკრაინელი ბავშვების ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დასაბრუნებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press