რემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამს, - ამის შესახებ dp.ru იუწყება.
„ვლადიმერ პუტინს არასოდეს უთქვამს უარი მსგავს შეხვედრაზე, მაგრამ საჭიროა ნიადაგის მომზადება და დოკუმენტის ტექსტი, რომელიც ჯერ ხელმისაწვდომი არ არის“, - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა დონბასში შეტაკების შემდეგ წარიმართოს.
მანამდე უკრაინის მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ დოკუმენტების პროექტი საკმარისად იყო შემუშავებული პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი კონსულტაციებისთვის.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press