უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით პერიოდში, რუსულ აგრესიას 198 ბავშის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პროკურატურის მონაცემებით, ომის მიმდინარეობისას 355 ბავშვი დაშავდა.
გარდა ამისა, რუსული აგრესიის შედეგად 553 ბავშვი დაზარალდა.
დაბომბვების შედეგად დაზიანდა 1018 სასწავლო დაწესებულება, მათგან 95 მთლიანად განადგურდა. ყველაზე მეტად დაზიანებულია დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, ჟიტიმორის, სუმის, კიევისა და ხერსონის რეგიონები.
გენერალურ პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ეს მონაცემები აქტიური საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საბოლოო არ არის.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press