Foto

პენტაგონი - რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია კიევზე თავდასხმა

პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე კიევის გარდა უკრაინის სხვა ქალაქებიც შეიძლება გახდეს. - ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯო კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„დიახ, რა თქმა უნდა, რუსეთს აქვს კიევზე დარტყმის უნარი“, - დასძინა ჯო კირბიმ.

პენტაგონის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაშინაც კი, როდესაც რუსეთმა დაიწყო თავისი ჯარების გაყვანა უკრაინის დედაქალაქიდან, ჩერნიგოვიდან და უკრაინის ჩრდილოეთი ნაწილიდან, შეერთებულ შტატებს არ სჯეროდა, რომ კიევი გადაურჩა საფრთხეს, განსაკუთრებით ჰაერიდან.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. 51-ე დღეა, რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.