უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს, პირველ რიგში, დონბასის განადგურება სურს. - ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის 50 დღის განმავლობაში, მათ აჩვენეს, რომ რუსეთისთვის დონბასი მთავარი სამიზნეა. დონბასია, რომლის განადგურებაც ოკუპანტებს პირველ რიგში სურთ. ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებს ანადგურებენ ისე, რომ მათგან მხოლოდ ქვები დარჩეს, ისე, რომ ხალხი საერთოდ აღარ იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთს ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლები ჯარში იძულებით მიჰყავთ.
"ისინი აგდებენ მათ ყველაზე საშინელ ბრძოლებში, ფაქტობრივად, ჩვენი თავდაცვის შუბლში. ანადგურებენ დონბასის ქალაქებსა და სოფლებს. წვავენ ყველაფერს, რაც გადარჩა ომის შემდეგ რვა წლის განმავლობაში გადარჩა", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press