„ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ იღებს მონაწილეობას ამ დელეგაციაში. - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამის თაობაზე ქართულმა სპეცსამსახურებმა ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურებს უკვე მიაწოდეს.
„ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით სხვადასხვანაირად არის შეფასებული, ზოგი ამბობდა რომ გაუწბილდათ მოლოდინი და ის დესტრუქცია, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში თესავდნენ, ვერანაირად ვერ მოიმკეს, მოსავალი ვერ აიღეს პოლიტიკური, რასაც აპირებდნენ, მაგრამ არის კიდევ მეორე გარემოება, რაზეც საუბარი იყო, არ დაგიმალავთ, მაგრამ დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია არის, რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება. მითუმეტეს, ამასთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა პოლიტიკური სპეკულაციების გამოხშირვა საინფორმაციო ველიდან არის ის ინტერესი რაც ჩვენ გაგვაჩნია,"- განაცხადა გია ვოლსკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, დელეგაციისთვის მძიმე პროვოკაციის მოწყობა არის ერთ- ერთი სერიოზული წყაროდან მიღებული ინფორმაცია.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა თქვას, რომ დელეგაციის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას, ვოლსკი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, უკრანელი კოლეგები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ვიზიტი ჩატარდეს და მიაღწიოს იმ მიზანს, "რაც გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს არ აწყობთ და მათ სტრატეგიულ გეგმაში არ ჯდება". მისივე თქმით, ეს ის ძალებია, რომელიც შემოკრებილია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press