კრემლმა უარი თქვას უკრაინასთან მოლაპარაკებაზე - აღნიშულ განცხადებას ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ავრცელებს .
მისივე თქმით,უნდა განადგურდეს ყველა ბანდერლოგი და შემდეგ ჩატარდეს ისეთი რეფერენდუმი, როგორც მის რესპუბლიკაში.
"ჩვენო პოლიტიკოსებო, პოლიტოლოგებო, ბატონო მომლაპარაკებლებო, ნუ საუბრობთ მოლაპარაკებაზე. მოლაპარაკება შეიძლება ვინმესთან აწარმოო, იქ (უკრაინაში) კი არავისთან შეიძლება მოლაპარაკების გამართვა. ჩვენ, მეომრები, წინააღმდეგი ვართ მოლაპარაკების", - აცხადებს ჩეჩნეთის ხელმძღვანელი "ტელეგრამის" არხით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, რამზან კადიროვმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი, რომელმაც განაცხადა, რომ არ მიიჩნევს მოღალატეებად და "მეხუთე კოლონად" იმ ადამიანებს, რომლებმაც უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ დატოვეს რუსეთი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა .
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press