ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, საბერძნეთმა რუსეთის ტანკერი დააკავა - ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის ხელისუფლება ავრცელებს .
მათივე თქმით, რუსეთის დროშის ქვეშ მდგარი პეგასი, ეკიპაჟის 19 რუსი წევრით, 19 აპრილს დააკავეს კუნძულ ევიას სამხრეთ სანაპიროზე, სანაპირო ქალაქ კარისტოსთან.
”ის ჩამორთმეული იქნა ევროკავშირის სანქციების ფარგლებში,დაკავების ბრძანება ეხებოდა თავად გემს და არა მის ტვირთს” - თქვა საბერძნეთის გადაზიდვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა, რომლის წევრიც საბერძნეთია, დააწესა სანქციების ფართო სპექტრი მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას .
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press