ფინეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის მეტი თავდაცვითი იარაღის გამოყოფის განკარგულება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უცნობია რა ტიპის შეიარაღებითი დახმარება მიეწოდება უკრაინას.
„ფინეთის მიერ დამატებითი დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღეს როგორც უკრაინის საჭიროებები, ასევე თავდაცვის ძალების რესურსები,“-ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press