რუსეთმა ამერიკული კომპანია Google, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ „არასანდო მონაცემების გავრცელებისთვის“, 4 მილიონი რუბლით დააჯარიმა. ამის შესახებ გამოცემა TASS-ი იტყობინება.
როგორც რუსული მხარის საქმის მასალებიდან ირკვევა, YouTube პორტალზე გამოქვეყნებული ვიდეოები შეიცავდა არაზუსტ მონაცემებს რუს სამხედროებსა და მათ ნათესავებს შორის არსევული სატელეფონო საუბრების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასამართლომ კომპანია Google უკრაინული აზოვის პოლკის შესახებ, რუსეთის ფედერაციაში „აკრძალული მასალების გავრცელების გამო“, ასევე 7 მილიონი რუბლით დააჯარიმა.
2021 წლიდან რუსული სასამართლო რეგულარულად აკისრებს ჯარიმებს იმ უცხოურ კომპანიებს, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში რუსული სეგმენტისათვის აკრძალული კონტენტის წაშლაზე უარს აცხადებენ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press