Foto

რუსეთის სასამართლომ Google ომის შესახებ „არასანდო მონაცემების გავრცელებისთვის“ 4 მილიონი რუბლით დააჯარიმა

რუსეთმა ამერიკული კომპანია Google, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ „არასანდო მონაცემების გავრცელებისთვის“, 4 მილიონი რუბლით დააჯარიმა. ამის შესახებ გამოცემა TASS-ი იტყობინება.

როგორც რუსული მხარის საქმის მასალებიდან ირკვევა,  YouTube პორტალზე გამოქვეყნებული ვიდეოები შეიცავდა არაზუსტ მონაცემებს რუს სამხედროებსა და  მათ ნათესავებს შორის არსევული სატელეფონო საუბრების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სასამართლომ კომპანია Google უკრაინული აზოვის პოლკის შესახებ, რუსეთის ფედერაციაში „აკრძალული მასალების გავრცელების გამო“, ასევე  7 მილიონი რუბლით  დააჯარიმა. 

2021 წლიდან რუსული სასამართლო რეგულარულად აკისრებს ჯარიმებს იმ უცხოურ  კომპანიებს, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში რუსული სეგმენტისათვის  აკრძალული კონტენტის წაშლაზე უარს აცხადებენ.