ვლადიმერ პუტინი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინელების, დასავლეთ ციმბირში მდებარე, საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნას გეგმავდნენ. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ პუტინმა, რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად მიიღო.
„დასავლეთ ციმბირში პუტინი და შოიგუ გეგმავდნენ უკრაინელებისთვის საკონცენტრაციო ბანაკების შექმნას, ახალი ქალაქების ასაგებად. მათი ამოცანაა უკრაინის კოლონიზაცია, ჩვენი ქვეყანისა და ჩვენი ერის განადგურება,“- განაცხადა დანილოვმა.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, ომი არ დასრულდება, ვიდრე ოკუპანტები არ განიდევნებიან უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის ყირიმიდან.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press