რიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში სამხედრო მხარდაჭერას აძლიერებს და უკრაინელი სამხედროები წვრთნას ბრიტანეთში გაივლიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ავრცელებს.
როგორც ჯონსონის სპიკერმა განაცხადა, უკრაინის ჯარები წვრთნას ბრიტანეთის მიერ გადაცემული ჯავშანტექნიკით გაივლიან.
„გონივრულია, რომ მათ გაიარონ საჭირო ტრენინგი, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ტექნიკა. ჩვენ ვაცნობიერებთ , რა შეიძლება აღიქმებოდეს ესკალაციურად, მაგრამ აშკარად ესკალატორულია ვლადიმერ პუტინის რეჟიმის ქმედებები,”- დასძინა პრემიერ მინისტრის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, ბორის ჯონსონი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების აქტიური მხარდამჭერია. ბრიტანეთი უკრაინას აწვდის 120 ჯავშან საპატრულო მანქანას, მათ შორის Mastiff-ს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სადაზვერვო მიზნით, ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინელ ჯარისკაცებს აწვდის ახალი ტიპის აღჭურვილობას.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press