იაპონია ,სამხრეთ კურილის კუნძულებთან დაკავშირებით დიპლომატიურ პოზიციას ცვლის და მათ „რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულს“უწოდებს.ამ ტერმინით ტერიტორია იაპონიის ყოველწლიურ ანგარიშში არის მოხსენიებული.
უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების ტერმინით კუნძულები ბოლოს 2003 წელს მოიხსენიეს, რაც ნიშნავს, რომ ტოკიო მოსკოვის მიმართ ბოლო ათწლეულების პოზიციას ცვლის.
„იაპონიასა და რუსეთს შორის ყველაზე დიდი საზრუნავი ჩრდილოეთის ტერიტორიებია იაპონიის ტერიტორიები, რომლებზეც იაპონია სუვერენულ უფლებებს ფლობს, ამჟამად არალეგალურად არის ოკუპირებული რუსეთის მიერ,“- ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სადავო ტერიტორია, იაპონიის კუნძულ, ჰოკაიდოს ჩრდილოეთით მდებარეობს. აღნიშნული კუნძულები მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ საბჭოთა კავშირმა დაიკავა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press