ააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმით რუსეთმა, აჩვენა რა დამოკიდებულება აქვს რწმენასთან . - ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს .
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ამ ომშიც სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს .
"სამწუხაროდ, რუსეთმა სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებაზე უარი თქვა. ეს კარგად მეტყველებს იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ქრისტიანულ რწმენასთან ამ ქვეყნის ხელისუფლებას, ერთ-ერთ ყველაზე სასიხარულო და მნიშვნელოვან დღესასწაულის მიმართ. მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, მშვიდობის იმედი, იმედი მაქვს, რომ სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს", - განაცხადა ზელენსკიმ
შეგახსენებთ, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის ქალებისა და ბავშვების. ამ ყველაფერს კი ევროპისა და აშშ-ს მხრიდან რუსეთის მიმართებით სერიოზული სანქციები მოჰყვა. პირველად სანქცირებულ პირებს შორის პუტინი და მასთან დაახლოებული პირები მოხვდნენ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press