Foto

ნედ პრაისი - ჩვენ ვაჩვენთ საქართველოს მხარდაჭერა

ჩვენ ვაჩვენეთ საქართველოს მხარდაჭერა, საქართველო ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოა, - ამის შესახებ  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გადაიტანა რუსულია აგრესია 2008 წელს.

„საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ ვაჩვენეთ საქართველოს მხარდაჭერა და ეს პარტნიორობა სხვადასხვა გზით, მათ შორის უკანასკნელ თვეებში. არ განვავრცობ ჰიპოთეზებს, რა შეიძლება ვიხილოთ მოსკოვის მხრიდან, თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, და მათ შორის უკრაინის მაგალითზე, რომ აშშ ამ რეგიონში პარტნიორების ერთგულია. საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც იცის, როგორია რუსული აგრესიის კვალი. ეს არის ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით გადაიტანა ეს აგრესია 2008 წელს. ჩვენ კვლავაც მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა რომელმაც იცის რას ნიშნავს რუსული ოკუპაცია და ომი აგრესორ სახელმწიფოსთან, რომლისთვისაც უმნიშვნელოა ყველა ადამიანის სიცოცხლის უფლება.