Foto

საფრანგეთი უკრაინას თავდაცვითი აღჭურვილობას მიაწვდის

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის აცხადებს, რომ უკრაინას MILAN-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემასა და CAESAR-ის ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებს მიაწვდიან. 

როგორც მაკრონმა Ouest-France-თან ინტერვიუში განაცხადა, პოლიტიკურ ბალანსში ყველა საკუთარ პასუხისმგებლობას იღებს და თვლის, რომ "ამ გზით სვლა უნდა განაგრძონ ისე, რომ ომში არ ჩავერთოთ. 

"პოლიტიკურ ბალანსში ყველა საკუთარ პასუხისმგებლობას იღებს და მე სხვის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩავერევი. ჩვენ (გერმანია და საფრანგეთი) ძალიან კოორდინირებულები ვართ. ამ თემაზე კანცლერ შოლცს გუშინწინ ვესაუბრე. [უკრაინას] კვლავ ვაწვდით მნიშვნელოვან აღჭურვილობას, დაწყებული MILAN-იდან, დამთავრებული CAESAR-ებითა და იარაღის სხვადასხვა ტიპებით. მგონია, რომ ამ გზით სვლა უნდა განვაგრძოთ, წითელი ხაზის გათვალისწინებით, რომელი არის ის, რომ ომში არ ჩავერთოთ". –  განაცხადა მაკრონმა Ouest France-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 შეგახსენებთ, რომ  აპრილის შუა რიცხვებში ემანუელ მაკრონი საკუთარ Twitter-ზე წერდა,საფრანგეთის   მიერ  უკრაინისთვის €100 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების მიაწოდების შესახებ.