რუს ოპოზიციონერს ვლადიმირ კარა-მურზას პატიმრობა ემუქრება. - ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერის ადვოკატი ვადიმ პროხოროვი ავრცელებს.
მისივე თქმით, რუს ოპოზიციონერს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა უსამართლოდ ემუქრება.
"ვლადიმირ კარა-მურზა ახლა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფება. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლით, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის განზრახ, საჯაროდ გავრცელებას გულისხმობს." - თქვა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ კარა-მურზა რუსი ოპოზიციონერია და ის აქტიურად იბრძვის რუსეთში პუტინის რეჟიმის ცვლილებებისთვის
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press