რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში ლიმანის რეგიონული ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი დაბომბეს. - ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს.
მისივე თქმით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან ოკუპანტების დანაშაულებებს.
"ჩვენ ყურადღებით ვაფიქსირებთ ოკუპანტების დანაშაულებებს. რუსები და მათი სახელმწიფო, რომელმაც ჩვენს მიწას ნგრევა და სიკვდილი მოუტანა, ყველაფერისთვის გადაიხდიან". - წერს კირილენკო.
შეგახაენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press