Foto

პოლონეთმა უკრაინიდან 2.9 მილიონი ლტოლვილი მიიღო

 21 აპრილის მონაცემებით, პოლონეთმა უკრაინიდან  2,9 მილიონი ლტოლვილი მიიღო. მშვიდობიანი მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში რუსულ აგრესიას გაურბიან. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სააგენტო ავრცელებს.

 პოლონეთის საზღვარი უმეტესად  უკრაინის მოქალაქეებმა გადაკვეთეს, თუმცა ლტოლვილებს შორის ასევე არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. იტყობინება პოლონური ახალი ამბების სააგენტო IAR ვარშავის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

„22 აპრილს უკრაინიდან დაახლოებით 19,900 ლტოლვილი ჩავიდა პოლონეთში,“  - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ, ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს უკრაინელი ლტოლვილებისთვის ლეგალური ბინადრობის მინიჭებას, ასევე მათთვის განათლების,  ჯანდაცვისა და სოციალური  შეღავათების უზრუნველყოფას. .