საქართველოში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი. - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
მათივე თქმით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,37%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 1,20% ხოლო 7 დღის მანძილზე — 1,15%.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 708 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 261 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 447 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 92 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 46 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 163-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 654 255-მდე, ხოლო პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 800 პირი ემსხვერპლა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press