24 თებერვლიდან 24 აპრილამდე რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგში დაახლოებით 21 800 ჯარისკაცია. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე თქმით, ამ პერიოდი განმავლობაში უკრაინამ 873 ტანკი და 2 238 ჯავშანტექნიკა დაკარგა .
" მოწინააღმდეგის საბრძოლო დანაკარგი 24.02-დან 24.04 ასე გამოიყურება, ჯარისკაცი - დაახლოებით 21 800; ტანკი - 873; ჯავშანტექნიკა - 2 238; საარტილერიო სისტემა - 408; სარაკეტო სისტემა - 147; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 69;თვითმფრინავები - 179; ვერტმფრენი - 154; სამხედრო საავტომობილო ტექნიკა - 1 557; გემი/ნავი/კატარღა - 8; საწვავის რეზერვუარი - 76; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 191; სპეციალური აღჭურვილობა - 28; გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა - 4."
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press