რუსმა ოკუპანტებმა 213 ბავშვი მოკლეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე თქმით, 389-ზე მეტი ბავშვი დაშავდა.
" 23 აპრილს, აგრესორის მიერ ოდესის საცხოვრებელი რაიონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა დედა 3 თვის ჩვილთან ერთად;
23 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ დაბომბვის შედეგად დაიღუპა ორი გოგონა - დონეცკის დრამატული თეატრის ახალგაზრდა მსახიობები;
23 აპრილს, მიკოლაევის ოლქში, სოფელ ნოვოკიევკაში 9 წლის ბიჭი და 17 წლის გოგონა დაშავდნენ რუსლი ნაღმების აფეთქების შედეგად;
22 აპრილს, ზაპოროჟიეს ოლქში, ვასილივკას რაიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა;
22 აპრილს, კიევის ოლქში, ბუჩას რაიონში ოკუპანტების მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულების გამოძიების დროს, 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს", - აცხადებენ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press