ოკუპანტებმა ბულგარეთის კონსული გაიტაცეს. - ამის შესახებ ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ავრცელებს.
მისივე თქმით, სულ ქვეყნის მასშტაბით 50 მისი კოლეგა გაიტაცეს.
"ქვეყნის მასშტაბით ჩემი 50 კოლეგა გაიტაცეს, მათგან 29 ახლა ოკუპანტების ციხეშია. რაც შეეხება აქტივისტებს, ბიზნესმენებს, ოკუპანტებს აქაც იგივე პრაქტიკა აქვთ, იტაცებენ ყველას, ვინც პატრიოტული განწყობებითაა. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლში ბულგარეთის საპატიო კონსული გაიტაცეს". - თქვა ფედოროვმა.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press