უკრაინაში ომი არის " ენით აღუწერელი ადამიანური ტრაგედია " - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომე პირველმა აღდგომის ღამეს განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია ალყაში მყოფი ქალაქებიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა.
" აღდგომა უნდა იყოს სტიმული ჰუმანიტარული დერეფნების გასახსნელად და მარიუპოლში ალყაში მოქცეული ათასობით ადამიანისთვის უსაფრთხო გასასვლელის შესაქმნელად რეალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე, იგივე ეხება უკრაინის ყველა სხვა რეგიონს, სადაც ენით აღუწერელი ადამიანური ტრაგედია ხდება". - განაცხადა ბართლომემ.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press