რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაბომბეს - ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე თქმით, ოკუპანტებმა ორი ბავშვის 5 და 14 წლის გოგოების სიცოცხლე იმსხვერპლეს .
"აღდგომის დილას რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, კერძოდ კი ოჩერეტინის დასახლებაში 2 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლეს. სახლი, რომელშიც დაღუპული 5 და 14 წლის გოგონების ოჯახი ცხოვრობდა, სრულად განადგურდა. იმას, რასაც ოკუპანტები ჩვენს მიწაზე სჩადიან, რუსებს არც ღმერთი და არც ადამიანები არ ვაპატიებთ". - ნათქვამი განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press