Foto

ბლინკენი - არ ვიცით, როგორ განვითარდება ომი, მაგრამ დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იქნება, ვიდრე პუტინი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა, ვოლოდიმირ ზელენსკთან ვიზიტის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი "უკრაინაში მარცხდება" და "უკრაინა წარმატებას მიაღწევს".

"რუსეთი ცდილობდა წაერთმია (უკრაინის) სუვერენიტეტი, ჩამოერთვა დამოუკიდებლობა. ეს ვერ მოხერხდა. ის ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი სამხედრო ძალები, მისი ეკონომიკა. ჩვენ, რა თქმა უნდა, საპირისპიროს ვხედავთ. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება დანარჩენი ომი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იქნება გარშემო, ვიდრე ვლადიმერ პუტინი იქნება სცენაზე“, - ამბობს ბლინკენი. 

ცნობისთვის, ანტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი კვირას კიევში შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა უკრაინელ ოფიციალურ პირებს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მან და თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დაახლოებით სამი საათი გაატარეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მის უფროს გუნდთან დედაქალაქ კიევში.